ან ევროკავშირს და ნატოს უერთდები, ან კვდები, ამიტომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს - პავილიონისი

გამოქვეყნდა:

"ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ლიეტუვის გზა სურთ, თუ ბელარუსის", - ასეთი განცხადება გააკეთა ლიეტუას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ზიგიმანტას პავილიონისმა ემს-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც პავილიონისი ამბობს, საქართველოში უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაიწყოს ხიდების შენება. პავილიონისი ლიდერებს მოუწოდებს დიალოგისკენ და ამ პროცესში მონაწილეობისთის მზადყოფნას გამოთქვამს.

"მე შევხვდი ნიკა მელიას და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. ლიეტუვა საქართველოს ძველი მეგობარია და ის არასოდეს მიგატოვებთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგს შევუწყოთ ხელი და იმედი გვაქვს საშუალება გვექნება, რომ მედიატორობა გავუწიოთ მხარეებს. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ლიეტუვის გზა სურთ თუ ბელარუსის, როგორც ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, ან ევროკავშირს უერთდები, ან კვდები. ამიტომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შეწყდეს პოლიტიკური სასამართლო პროცესები და უნდა დაიწყოს ხიდების შენება. ჩვენ მზად ვართ დაგემხაროთ, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ იქნება დიალოგისადმი მზადყოფნა. ერთიანობა არის ის წინაპირობა, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში დაგეხმარებათ", - აღნიშნა ზიგიმატას პავილიონისმა ოპოზიციის წამრმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისი ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოფისში მისვლამდე კონსულტაციები ჰქონდა "ევროპული საქართველოს" ლიდერებთანაც. ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი