
ქვეყანაში შემქნილ მდგომარეობას სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
მარგველაშვილი შემდეგ შეკითხვას სვამს:
"რას უწოდებდით პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მართავს უმრავლესობის თანხმობის გარეშე, შეკრიბა ერთი პარტია პარლამენტში, ჰყავს პოლიტპატიმრები და იყენებს ძალადობას მმათველობის ინსტრუმენტად?", - წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, შსს-მ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება და ნიკა მელიას დაკავება გადადო.