
"ბატონი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე გახლავთ კონფლიქტის განსახიერება, რომლისთვისაც ორგანულია ზიზღის ენა", - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მეილია ირაკლი ღარიბაშვილს.
ოპოზიციის წამრმომადგენლები პრემიერისა და მისიტრთა კაბინეტის ცვლილებას ფასადურად აფასებენ. ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი არ ცნობს განსხვავებულ აზრს და მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მორჩილია.
"ბატონი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე გახლავთ კონფლიქტის განსახიერება, რომლისთვისაც ორგანულია ზიზღის ენა. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ ის გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამინის მორჩილი. იგი არ ცნობს განსხვავებულ პოზიციას ქვეყანაში, იგი არ ცნობს ოპოზიციას, არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას და მეტიც, მტრულად განწყობილია განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ქართულმა ოცნებამ " პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ხოლო დღეს პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის ოთხ კანდიდატს მხარი ერთხმად დაუჭირა.