უნდა აღვნიშნოთ ნიკო ხვინგიას ღვაწლი, რომელმაც კონსტიტუცია რისკის ქვეშ დაბეჭდა - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე ის პირიც გაიხსენა, ვინც კონსტიყტუცია დიდი რისკის ქვეშ დაბეჭდა, თუმცა დაამატა, რომ მცდელობის მიუხედავად, მისი შთამომავლების მოწვევა დღევანდელ ღონისძიებებზე ვერ მოხერხდა. 

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ იმ ადამიანის ღვაწლი, რომელმაც ბათუმში ძალიან დიდი რისკის ქვეშ შეძლო და დაბეჭდა ეს კონსტიტუცია. ეს იყო ბატონი ნიკო ხვინგია. სამწუხაროდ, ვეძებეთ, მაგრამ დღევანდელ დღეს ვერ მოვნახეთ მისი შთამომავლები.

ზურაბიშვილი თვლის, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ეკუთვნის ის აღიარება, რაც ვერ მიიღო თავისი სიცოცხლის დროს და ვერც მერე. სწორედ ამ მიზნით შეეცადა ეპოვა მისი შთამომავლობა. პირველი კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსი. ის იყო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია ევროპის კონტინენტზე და აღიარებდა ერის და პიროვნების თავისუფლებას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. 

პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროისთვის ჯერ მხოლოდ თეორიაში არსებული ისეთი დებულებები, როგორიცაა: საპარლამენტო მოწყობა და მმართველობის დაბალანსებული სისტემა, საყოველთაო, თანასწარი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეთა თანასწორობა კანონის წინაშე განურჩევლად ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა, ეროვნული უმცირესობების თავისუფალი კულტურული განვითარება, ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო თანასწორობა, რაც ჯერ კიდევ 1918 წელს პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატის არჩევის გამოძახილი იყო.

სწორედ ამ ფასეულობების აღიარებით გამოირჩევა 1921 წლის კონსტიტუცია. საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძილვმა წნეხმა ვერ შეძლო წაეშალა ეს ფასეულობები. ამ ყველაფრის საფუძველზე, მომავალ თაობებს საშუალება მიეცათ აღედგინათ დამოუკიდებელი საქართველო. 

როგორც კონსტიტუციის მე-10 მუხლშია ნათქვამი, ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ. 

შეგახსენებთ, რომ ერთი საუკუნის წინ ამ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის გამო უზენაესმა კანონმა მხოლოდ 4 დღეს იარსება. 

ამავე თემაზე:

ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა - პრეზიდენტის გამოსვლა სრულად

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პარლამენტში ექვთიმე თაყაიშვილი-უმცროსი ესწრება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი