პარლამენტთან აქციაზე, რომელიც გუშინ, მოძრაობამ "სირცხვილია" დაანონსა, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცავები აკავებენ - მათ კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც თავად აქტივისტები ავრცელებენ, დაკავებულთა შორის არიან გიორგი მუმლაძე, კახა კვეკვესკირი, გიორგი მაღალაშვილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
"პირადად გპირდები, რომ ყველა ამ სისულელეზე და ამ ქვეყნისთის თავლაფის დასხმაზე პასუხს აგებ, ესენი რომ აღარ იქნებიან რა უნდა გააკეთო? სად წახვალ? ჩემხელა ბიჭი ხარ და ამას არ უნდა აკეთებდე, ქვეყანას უნდა ვაშენებდეთ, კონსტისტუცია არ იცი მუხლი, მითხარი როელიც მიკრძალავს კარვის გაშლას. კონსტიტუციის დღეს თავზე გადაგვახიეთ კონსტიტუცია", - მიმართა სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა ერთ-ერთ პოლიციელს.
სამოქალაქო მოძრაობა "სირხცვილიას" პარლამენტის წინ აქცია "კარავი 1921" ჰქონდა დაგეგმილი და სიმბოლურად კარავი უნდა გაეშალა.