გოგა მემანიშვილს 20 ივნისიდან ერთ კვირაში, შსს-მ სახლი აჩუქა - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პოლიციელს, რომელიც აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ბრძანებას გასცემს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახლი აჩუქა.

ხაბეიშვილის თქმით, გოგა მემანიშვილს სახლი 2019 წლის 20 ივნისის ღამის შემდეგ გადაეცა და აღნიშნულს ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერიც და მის მიერ შევსებული დეკლარაციაც.

"ადამიანი, რომელიც აქციებზე გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, იძლევა სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ბრძანებას, საუბარია ბატონ გოგა მემანიშვილზე. სამოქალაქო აქტივისტები, ყველა ცნობს ამ კონკრეტულ ადამიანს.

ბატონ გოგა მემანიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჩუქა სახლი და ეს ყველაფერი, არც მეტი არც ნაკლები, მოხდა 20 ივნისის საღამოდან 1 კვირაში. ასეთი საჩუქარი გაუკეთეს ბატონ გოგას 20 ივნისის შემდეგ, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრიც და მისსავე შევსებული დეკლარაციაც",-თქვა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება და ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა შენობის წინ კარვის გაშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი