"მინდა ქართველ ერს მივმართო: გერმანელებს თქვენზე მეტად უჭირთ ხმას რომ არ იღებთ? გერმანელებს თქვენზე მეტად უჭირთ, რომ აყვირდნენ?", - ასეთი განცხადება გააკეთა "თავისუფალი ქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა საწვავის გაზრდილ ფასს აქცია-მსვლელობით აპროტესტებდა.
"ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუკი არ დაიწყებენ ფასებზე ზემოქმედებას რამდენიმე კვირაში, როგორც გერმანიაში გააკეთეს, გავაკეთებთ ისე. მინდა ქართველ ერს მივმართო: გერმანელებს თქვენზე მეტად უჭირთ, ხმას რომ არ იღებთ? გერმანელებს თქვენზე მეტად უჭირთ, რომ აყვირდნენ? იცით, რომ ბენზინის გაძვირება გამოიწვევს ყველაფრის გაძვირებას?", - განაცხადა გოგი წულაიამ.
ცნობისთვის, ანალოგიური მოთხოვნით აქცია-მსვლელობები ჩატარდა ქუთაისაა და ბათუმშიც.