ხელისუფლებას პოლარიზაცია სურს - ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან ოპოზიციის მისამართით გააკეთა. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს, სინამდვილეში პოლარიზაციას უწყობს ხელს და ზიზღის ენას ავრცელებს.

"მაშინ, როდესაც სრულიად ოპოზიციური სპექტრი, მიუხედავად ამ მძიმე მოვლენებისა და პოლიტიკური კრიზისისა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რამდენად სურს ხელისუფლება პოლარიზაციას, მათ შორის როგორ ავრცელებს იგი ზიზღის ენას.

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლება დიალოგისკენ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეასრულონ ის დაკისრებული ვალდებულებები, რომელიც იყო ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმებისას დადებული"- თქვა დეკანოიძემ.

ღარიბაშვილის განცხადებებს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებები ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისადმი მიძღვნილ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ ივანიშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილმა 2012 წელს ქვეყანა "ნეობოლშევიკური რეჟიმისგან" გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი