როგორ წარმოგიდგენიათ, შს მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა? - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ყოფილ პრემიერთან გიორგი გახარიასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მისი გადადგომის შესახებ წინასწარ იცოდა. 

"როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე  - პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, კიდევ ერთხელ ვიძახი გახარიასთან მქონდა და ახლაც მაქვს ურთიერთობა, როგორ შეიძლება, ადამიანმა, როცა მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადავდგე, ელემენტარული პატივისცემაა", - ამბობს გომელაური. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი