პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა იწყება - საკანონდებლო ორგანო დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს გამოუცხადებს ნდობას.
"ნესბიმიერი ჩვენი პარტნიორის განცხადებები საყურადღებოა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება, ეს ჩანდა, როცა იყო პრემიერმინისტრი და თავდაცვის მინისტრი", - ამბობს პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტთა კაბინეტის დამტკიცება აქციების ფონზე ჩაივლის.