ჯარი, ეკლესია, პოლიცია, სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია. მან ოპონენტები ამ ინსტიტუტების "მიზნამიმართული დიკრედიტაციის" გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჯარი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია, ეკლესია, პოლიცია და ასე შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ხელშეუხებელი მეგობრებო. ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული კონსესუსი, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მე ძალინ მწყინს და არ მიკვირს რომ ჩვენ ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა აქვთ, ხანდახან უნდა გავმიჯნოთ ჩვენი პოლიტიკური დღისწესრიგი უფრო მთავარი, საერთო ეროვნული იდეებისგან, არ შეიძლება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი პოლიციის, ჯარის, სახელმწიფო ინსტიტუტების", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი