კონკრეტული ადამიანის განცხადებები უცნაური და გასაკვირია - მდინარაძე პავილიონისზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის შეფასებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი განცხადებები მიუღებელია. მდინარაძის თქმით, ქვეყანაში ფასილიტატორების როლს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ასრულებენ და "კონკრეტული" ადამიანის შეფასებები მისთვის "უცნაური" და "გასაკვირია".

"როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, რომ ფასილიტატორის როლი შეასრულოს, რაც ვფიქრობ, ცოტა გასაკვირია, იმიტომ რომ ამ როლს შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე, საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები, შეერთებული შტატებისა და ევროიკავშირის ელჩი, რომლებსაც კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია, ჩვენი ლიეტუველი კოლეგის კონკრეტული ადამიანის განცხადებები და ბოლოს როგორც აღმოჩნდა მის განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო, რომ თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ, აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები",-თქვა მდინარაძემ.

პავილიონისის განცხადებებს დღეს პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი შეფასებები ქართული ოცნებისთვის არაფერს ნიშნავს.  ღარიბაშვილის ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ტაში დაუკრეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი