პავილიონისის განცხადებები არაფერს ნიშნავს ჩვენთვის, მიუღებელია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის შეფასება მისთვის და მისი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს.

"რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ტაში დაუკრეს.

ამავე თემაზე:

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი