დავინახოთ პოზიტივი, ვერც ვინატრებდით, რომ რადიკალური ძალები პარლამენტში არ შემოვიდნენ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მმართველი გუნდისთვის "უნიკალური შესაძლებლობაა", რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევიდა.

ღარიბაშვილის თქმით, თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშილს გაემიჯნება ქართული ოცნება, მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მზად არის.

"ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. ვთქვათ პირდაპირ, ვერ ვინატრებდით, რომ ნაცმოძრაობის რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათი არჩევანით, მათივე სურვილით. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობას და მის შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ცხარე კამათისთვის.",-თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებზე არ იქნება 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი