კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ვგულშემატკივრობთ - ინჯია ღარიბაშვილის მთავრობაზე

გამოქვეყნდა:

ფრიდონ ინჯია და მისი პარტია ღარიბაშვილის მთავრობას მხარს არ დაუჭერს, მაგრამ უგულშემატკივრებს. ეს მთავრობა საქართველოს მთავრობაა და ვგულშემატკივრობთ - ასე მიმართა პარლამენტს "ევროპელი სოციალისტების" წევრმა.

"ჩვენ "ევროპელი სოციალისტები" კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგანაც ჩვენ არ ვართ კოალიციურ მთავრობაში და რომ იყოს კოალიციური მთავრობა, რა თქმა უნდა, მაშინ, ჩვენ მივიღებდით მონაწილეობას. ეს პრეროგატივა მმართველი პარტიისაა და მმართველი პარტია აგებს პასუხს თავიდან ბოლომდე. მოუხედავად ამისა ეს მთავრობა საქართველოს მთავრობაა და ვგულშემატკივრობთ", -  ამბობს ფრიდონ ინჯია

 შეგახსენებთ, რომ საკანონდებლო ორგანო დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს გამოუცხადებს ნდობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი