აღმოვაჩინეთ რამდენიმე შემოგზავნილი, რომლებსაც სურდათ დებოში - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

ამ დღეების განმავლობაში აღმოვაჩინეთ რამდენიმე შემოგზავნილი ადამიანი, რომლებსაც სურდათ დებოში - აცხადებს ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი "მთავართან" საუბრისას.

ოპოზიციის ინფორმაციით, შენობაში ხელისუფლება პროვოკაციის მოწყობას და ამ მიზნით გარკვეული ადამიანების შეგზავნას გეგმავს.

პროვოკაციების გარდა, ოპოზიცია ენმ-ს ოფისზე შტურმსაც ელოდება და მათ ამის საფუძველს ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა აძლევთ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ შსს-მ სპეცრაზმი ყაზარმულზე გადაიყვანა და სპეცრაზმელებმა დავალება შესაძლოა ნებისმიერ წუთს მიიღონ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მზადყოფნაა გორის ბაზაზეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი