"15 წუთით ადრე მოვა ბრძანება" - ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სპეცრაზმი ყაზარმულზეა და შტურმისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:


ნიკა გვარამიას ინფორმაციით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ყაზარმულზეა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმისთვის ემზადება. 

"ამბავი კი ასეთია:
შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I და III ბატალიონები, რომლებიც თბილისში არიან დისლოცირებული, ყაზარმულზე ჰყავთ ეს დღეები, სახლში არ უშვებენ და ჩვეულებრივ რეჟიმში არ აბრუნებენ სპეცრაზმელებს, რომ უცებ ყაზარმულზე გადაყვანით ენმ ოფისის შტურმის დღე არ გაშიფრონ. ყველა გაფრთხილებულია, რომ 15 წუთით ადრე მოვა ბრძანება და მზად უნდა იყვნენ", - წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, 18 თებერვალს, შსს-მ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება და ნიკა მელიას დაკავება გადადო. ოპოზიცია კი უკვე მე-6 დღეა რაც "ენმ"-ის ოფისშია შეკრებილი და ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი