
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნას ხელი მოაწერა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზდ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, პარლამენტმა, 89 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.