
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პოლიციის და სპეცრაზმის მათ ოფისში შეჭრისა და ძალის გამოყენების შემდეგ დარწმუნებულია, რომ ისტორიის სწორ მხარეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგება.
"ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის სწორ მხარეს, როგორც არასდროს, კიდევ და კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. ეს ადამიანები არიან, არც მეტი არც ნაკლები ერთი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მორჩილებაში და ეს ყველაფერი სწორედ მხოლოდ და მხოლოდ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს დირექტივების შესაბამისად ხდება. ... ეს ადამიანები ემსახურებიან ოლიგარქიულ რეჟიმს", - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ენმ-ს ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ადგილზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი გარეთ გაიყვანეს, პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობს.
ამავე თემაზე: