წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის ლიდერებსა და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას "თანამედროვე ბოლშევიკებს" უწოდებს. მისი თქმით, დადასტურდა, რომ ისინი ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

"დღეს, 23 თებერვალს წითელი არმიის დღეს წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნიტო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ", - თქვა მან.

კობახიძის განცხადებით, ნიკა მელია განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით გამოირჩეოდა და მზად იყო ყველაფერი ეკადრა, თუმცა ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად მტკივნეულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი