არ გადაიხადა, დაიჭიერეს, თვითონ დაჭირა საკუთარი თავი - კობახიძე ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს 23 თებერვლას "წითელი არმიის დღეს" "თანამედროვე ბოლშევიკები", კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. მან ასე ოპოზიციის ლიდერები და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოიხსენია.

"განაცხადა, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, არ გადაიხადა, დაიჭიერეს, უფრო სწორად, თვითონ დაჭირა საკუთარი თავი. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის განცხადებით, ნიკა მელია განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით გამოირჩეოდა და მზად იყო ყველაფერი ეკადრა, თუმცა ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად მტკივნეულია. კობახიძემ ბრიფინგზე ის საქმეები ჩამოთვალა, რომელშიც ნიკა მელიას სდებენ ბრალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი