
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, "არასწორია, რომ ქვეყანამ ევროპულ გზას გადაუხვია"
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა, მიზანი არის, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს არის არასწორი, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ამ გზას", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ოფისიდან ნიკა მელია სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დააკავა. ფაქტს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზიგერი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია".
ამავე თემაზე: