ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედება, ყველანი გაკვირდებით - კინზინგერი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. ის წერს, რომ ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია, რომელსაც ყველანი უყურებენ.

"ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით", - დაწერა ადამ კინზინგერმა. 

მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ დარბევას პირდაპირ უყურა. მან მთავრობას გაახსენა, რომ ახალხანს შეიტანა საქართველოს მხარდამჭერი აქტი. კინზინგერი წერს, რომ ის "ავტომატური" არაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი