
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მთავრობის კანცელარიასთან დღევანდელ აქციაზე ოპოზიცია უფრო დიდ მსვლელობა-აქციის გეგმას დაანონსებს.
"დღეს აქცია გვაქვს დაანონსებული და დღეს ამ აქციაზე გამოვაცხადებთ უფრო დიდი მსვლელობა-აქციის გეგმას, რომელიც იქნება უახლოეს დღეებში. დღეს საზოგადოება გაიგებს ამ პროტესტის შინააარს და მთელ დროს. ჩვენ არცერთი წუთით არ შევწყვეტთ პროტესტს", - ამის შესახებ დეკანოიძემ "დღის სტუმარში" განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს 15:00 სააათზე ოპოზიცია მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.