ქეჩოთი მივყავდი, სპეცრაზმელი ცინიკურად მეუბნება შენ 4 შვილი ხო თუ 5 - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოს, ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან სპეცრაზმმა ძალით გაიყვანა, რა დროსაც შეურაცხმყოფელად მიმართეს "შენ 4 შვილი თუ 5".

"შენობიდან ძალით გაყვანის დროს სადღაც 6 პოლიციელს მივყავდი და ერთი სპეცრაზმელი ნიღბით ცინიკურად მეუბნება შენ 4 შვილი ხო თუ ხუთი? და ქეჩოთი მივყავარ, სირცხვილია", - წერს ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.  დაკავებულია 21 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი