ადმინისტრაციული წესით ენმ-ს ოფისთან 21 ადამიანი დავაკავეთ - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დროს 21 ადამიანი დააკევს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. მათ ბრალად სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობა ედებათ.

ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე, ენმ-ს ინფორმაციით, ბარამიძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო და გონება დაკარგა. დააკავეს სამოქალაქო აქტივისტებიც, მათ შორის: ზუკა ბერძენიშვილი, ნიკუშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი