მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დაიწყო. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან, პოლიტიკოსებმა კი გამოსვლები დაიწყეს.

"ყველა იმ ადამიანს მინდა გადმოგცეთ ჩემი გულითადი მისალმება, ვინც დღეს შეიკრიბეთ და არ შეეგუეთ უსამართლობას. ნიკა მელიას დაპატიმრება იყო სიმბოლური აქტი, რომელიც მოდის ამ შენობიდან. ბოლშევიკებიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა მათ დაისაკუთრონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გადიოდა თავისუფლების ხაზი, აქ გადის თავისუფლების ხაზი. თავისუფლების ხაზი გადის თქვენს გულებში, ვისაც არ გსურთ, რომ ეს ქვეყანა ერთი ჯამბაზის, პრორუსის და ამ ქვეყნის მომავლის განუმჭვრიტავი ადამიანის ხელში იყოს", - განაცხადა ,"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 15:00 საათზე აქცია, მას შემდეგ დაანონსენს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა და ძალის გამოყენებით ნიკა მელია დააკავა.. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი