განსხვავებული ხმების ჩახშობა არ არის ის გამოსავალი, რომელსაც საქართველო იმსახურებს - ALDE

გამოქვეყნდა:

"ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის" (ALDE) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების ფაქტს და ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება. 

მისი თქმით, მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. 

"ღრმად ვარ შეშფოთებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, ძალისმიერი დაკავების გამო. ამ ძალიან მგრძნობიარე პერიოდში, როცა სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რასაც თან ერთვის პანდემია, ძალის გამოყენება, პოლიტიკური დაძაბულობის მეტად გაღვივება და განსხვავებული ხმების ჩახშობა არ არის ის გამოსავალი, რომელსაც საქართველო იმსახურებს. 

დაუყონებლივ მოვუწოდებ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. პოლიტიკური განსხვავებები უნდა გადაიჭრას პარლამენტში და არა ოპოზიის ლიდერების ძალისმიერი და თვითნებური დაპატიმრების გზით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბაალენი მოუწოდებს "ოცნებას", ოპოზიციასთან ერთად დაიწყოს მუშაობა "ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევენების ჩასანიშნად". 

"მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც მიმდინარე კვირას იკრიბებიან, გაუგზავნოს იგივე მძლავრი შეტყობინება საქართველოს ხელისუფლებას" 

აქვე იხილეთ სხვა უცხოელი პარტნიორების ბოლოდროინდელი განცხადებები: 

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი