პოლიტიკური კრიზისი აგრესიით ვერ მოგვარდება, ჩვენ სხვანაირ საქართველოზე ვოცნებობთ - ევროპარლამენტარი ფოტიგა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებსაც კოშმარს უწოდებს, ტვიტით ეხმიანება: 

"მიუღებელია იერიში მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე და ასევე მიუღებელია ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ძალით, აგრესიითა და დამამცირებელი განცხადებებით ვერ მოგვარდება. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვანაირ საქართველოზე ვოცნებობთ", - წერს ფოტიგა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და ძალის გამოყენებით დააკავეს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი