"ნაცდამცველი", "მოუწევს პასუხის გაცემა" - "ოცნების" შტურმი ომბუდსმენზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის შემდეგ, "ქართული ოცნების" თავდასხმის ობიექტი სახალხო დამცველი გახდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ნინო ლომჯარიას ნაციონალური მოძრაობის დამცველს უწოდებენ.

"სახალხო დამცველი არის, ნაცდამცველი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ სახელწოდებას",-თქვა გია ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების' ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ნინო ლომჯარიამ პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, იყო თუ არა სამართლებრივი ქმედება, ის რაც დღეს განხორციელდა.

"მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თავისი სამართლებრივი არგუმენტაციით და მისი განცხადების მოტივებთან დაკავშირებული, არის თუ არა სამართლებრივი მოქმედება, ის რა განხორციელდა დღეს",-თქვა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის რიტორიკას, ნინო ლომჯარიამ უპასუხა და თქვა, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა იცავდეს, ვისაც დაცვა ყველაზე მეტად სჭირდება, მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს ყველაზე მეტად დაცვა "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი