ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი, ფიქრობს, რომ საქართველოს კონტექსტში სანქციებზე საუბარი სამწუხაროა, თუმცა ის უნდა დაუწესდეს მათ, ვინც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა.
კრამერი ასეთებად ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურს ასახელებს.
"NATO და ევროკავშირი მთავრობის მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების შემდგომ საქართველოს წევრ სახელმწიფოდ არ მიიღებენ. ერთადერთი მხარე, რომელიც ბედნიერია, არის კრემლი და პუტინი. ის იღიმის, რადგან უყურებს, რა ხდება საქართველოში და რომ ის აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას", - ამბობს კრამერი "ღამის მთავარში" საუბრისას.
მისივე აზრით, "შეუძლებელია მოლაპარაკებების დაწყება, სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა დაკავებულები არიან".
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა და სიტუაციის დეესკალაცია - თუ ამას მოახერხებენ, შესაძლოა, აღარ იყოს საჭირო სანქციებზე საუბარი.
საქართველო ავტორიტარულ ოკეანეში დემოკრატიის კუნძული იყო"
აქვე იხილეთ: