
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტმირ ბუშატი ნიკა მელიას დაკავებას "ტვიტერზე" ეხმაურება და წერს, რომ ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინოს თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ამასთან ერთად, ეს იქნება ნაბიჯი ქვეყნის მისწრაფების შესაბამისად, რომელსაც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა სურს,“- დაწერა ბუშაკმა "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იყვნენ შეკრებილი, 23 თებერვალს, დილით აიყვანეს. ოფისში შეკრებილი მელია და მისი მხარდაჭერები პოლიციამ ჯერ რუპორით გააფრთხილა, ნახევარსაათიანი ვადა მისცა ჩაკეტილი კარების გასაღებად და შემდეგ სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.
გამოყენებული იყო სპეცტექნიკა, ოფისის უკანა ეზოდან, სხვენზე მოსახვედრად, პოლიციამ კოშკურა-სპეცამწეც გამოიყენა. ნიკა მელია დააპატიმრეს, შენობის შტურმის დროს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
ნიკა მელიას მოწოდების თანახმად, პარტიის ოფიში შეკრებილებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შტურმის დროს ცრემლსადენი გაზისგან რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.