დარბეულ ოფისში შეკრებილი ოპოზიცია სტრატეგიაზე მსჯელობს - თათბირი ყოველდღიური იქნება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ლიდერები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იკრიბებიან მოლაპარაკებისთვის. ოფისში ოპოზიციური პარტიის მთავარი სერვერი და საოფისე ინვენტარი განადგურებულია.

ოფისში მისული ადამიანები მსჯელობენ იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს ხალხის მხრიდან პროტესტი, რომელმაც უნდა მოიცვას ყველა რეგიონი, ყველაზე ქალაქი. მათი აზრით, პროტესტი უნდა იყოს ძალიან მძლავრი. 

გუშინდელი გამოყენებული არაპროპორციული ძალა, რომელიც დაადასტურა ასევე სახალხო დამცველმა და მათ შორის საერთაშორისო ყველა პარტნიორმა, ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, გულისხმობს იმას, რომ ნამდვილად საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და დემოკრატია არის საფრთხის ქვეშ. დღეს გვაქვს 2 საათზე მსვლელობა იმ ადგილისკენ, სადაც ნიკა მელია არის დაკავებული ,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გუშინ ხელისუფლების მხრიდან შტურმის სამიზნე აღმოჩნდა. მელიას მხარდასაჭერად მისული უდანაშაულო ადამიანები დაზარალდნენ სპეცრაზმელების მხრიდან ჩადენილი ქმედებებით. 

ამავე თემაზე:

ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ეს გარუსების ცხრაწლიანი პოლიტიკა არ დასრულდება-რუსთავისკენ ავტომსვლელობა დაანონსდა


 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი