
რუსთავის მე-12 პენინტენციალურ დაწესებულებასთან დაწესებულებასთან ავტოკოლონა სიგნალებით მივიდა. კოლონა რუსთავისკენ თბილისიდან საპროტესტო მიზნით დაიძრა, ავტო-მსვლელობის მონაწილეები ნიკა მელიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
რუსთავის ციხესთან მსვლელობა-აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ამ წუთებში ავტოკოლონა ტოვებს რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიას. აქცია-მსვლელობის მთავარი სათქმელი იყო "სოლიდარობა ნიკა მელიას".
აქცია-მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
"ჩვენ დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ, ჩვენს მეგობარს, ნიკა მელიას. ყველა ხედავდა თუ რა ხდებოდა გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ნიკა აქ უნდა იჯდეს და იმ ბრძანების გამცემები გარეთ უნდა დადიოდნენ? ესაა სწორედ უსამართლობა ამ ქვეყანაში და ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს. ნიკა მელია, რომელიც არის ოპოზიციური სპექტრის გამორჩეული ლიდერი, რომელიც არის ჩართული იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ისაა მართლაც გამორჩეული ადამიანი და პიროვნება. შესაბამისად, ამისთვის სჯის მას ბიძნა ივანიშილი, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება, პირობას ვაძლევ აბსოლუტურად ყველას, ძალიან მალე გამოვა ნიკა და ძალიან მალე აქტიურად ჩაერთვება იმ ბრძოლაში, რომლისთისაც ვიბრძვით", - განაცხდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მხარდაჭერების თქმით, ისინი ნიკა მელიას განთავისუფლებას მოითხოვენ.
"ვაპროტესტებთ, ნიკა მელიას ვანდალურ დაკავებას, ვაპროტესტებთ იმას, რომ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში აღარ არის, გვიშლიან თანისუფალი სიტყვის გამოხატვას, გვიშლიან იმას, რომ ჩვენი ლიდერი იყოს ჩვენს გვერდით. გუშინდელი საჩუქარი, ნიკა მელიას დაპატიმრება, მიუძღვნეს გავრილოვს და რუსეთს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 თებერვალს, ენმ-ის ოფისის დარბევისა და, ნიკა მელიასთან ერთად 20-ზე მეტი პირის აყვანის შემდეგ, ენმ-ის ლიდერი სწორედ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი
ამავე თემაზე: