მსოფლიომ არ უნდა დაუშვას საქართველოს გადასვლა ავტორიტარიზმში - ფუკიამა

გამოქვეყნდა:

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და მწერალი, ფრენსის ფუკიამაც გამოეხმაურა. მან Twitter-ზე გამოცემა Civil.ge-ს პოსტი გააზიარა, სადაც ეწერა, რომ საქართველო ახლა ავტორიტარიზმში გადადის და დროა ივანიშვილის მიმართ სანქციები დაწესდეს, სანამ გვიანი არაა. 

ფუკიამამ პოსტს დააწერა: "მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ეს მოხდეს". 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი