
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შევა. ამ თემაზე მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
"ნებისმიერ შემთხვევაში, მე გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება. ვინაიდან პარლამენტის გარეშე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებას" არ შეუწყვეტია და ბოლო 3 თვის განმავლობაშიც და ახლაც მზად არიან განაახლოთ. მისივე განცხადებით, შეთანხმება და მოლაპარაკება მხოლოდ სამართლიან პირობებზე შესაძლებელი.