სამოქალაქო აქტივისტები იუნკრების მემორიალთან არ მიუშვეს - ხმაური და დაპირისპირება კოჯორში

გამოქვეყნდა:

კოჯორში, სადაც იუნკერების მემორიალთან ხელისუფლების პირველი პირების გამოჩენას, აქტივისტების პროტესტი მოჰყვა- აქციის მოანწილეების შეფასებით, პუტინის და გავრილოვების თანამოაზრე ხელისუფლება, ქვეყანას, საბჭოთა ოკუპაციიდნ 100 წლის შემდეგ, ისევ რუსეთში აბრუნებს. 

სამოქალაქო აქტივისტები მემმორიალთან არ მიუშვეს, სადაც მათ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მისვლის გაპროტესტება სურდათ.

"ჩვენ არ მიგვიშვეს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებოდნენ", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ. 

ოპოზიცია იუნკრების მემორიალთან მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილი ხელისუფლებამ დატოვა. ენმ-ს წევრმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ აქ მათზე წინ "საოკუპაციო მთავრობა" იყო მისული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი