"დაუმორჩილებლობის კარავი" ქუთაისიდან თბილისში ინაცვლებს - პარლამენტი პროტესტის ეპიცენტრია

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაშლილი "დაუმორჩილებლობის კარავი" თბილისში ინაცვლებს. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქში დაანონსებულ აქციას უერთდებიან.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ თბილისში ჩანიშნული საპროტესტო აქცია ფართომასშტაბიანი იქნება და მას იმერეთის რეგიონიდან 500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება. 

"ვინაიდან პროტესტის ეპიცენტრი გახდა დედაქალაქი, რუსთაველის გამზირი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი საპროტესტო კარავი გადავიდეს და შეუერთდეს თბილისის აქციებს.
აქტივისტებთან ერთად ხვალ ჩვენ იმერეთიდან შევუერთდებით",
- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ის თავმჯდომარე. 

აქვე გეტყვით, რომ ოთხი თვის თავზე ბათუმის "თავისუფლების კვარტალიც" თბილისში, პარლამენტთან გადმოდის. 

ოპოზიცია ხვალ, 26 თებერვალს თავისუფლების მარშის გამართავს. აქცია დღის პირველ სააათზე დაიწყება.
ოპოზიციის თქმით, აქციები ვადამდელი არჩევნების გამოცხადებამდე არ შეწყება.

 მოთხოვნები უცვლელია:

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გათავისუფლება.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი