ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად ერევანში მსვლელობას მართავს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას მართავს. მან მოქალაქეებს რესპუბლიკის მოედანზე გამოსვლისკენ დღეს დილით მოუწოდა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამხედრო შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალებად აფასებს.

სომხეთში ფაშინიანის გადადგომით პროტესტი კვლავ გამწვავდა. ხალხი ამ მოწოდებით მას შემდეგ გამოდის, რაც პრემიერმა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმა. სამხედრო შტაბი და მოქალაქეების ნაწილი პრემიერის გადადგომას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი