ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნაში მოქმედი სამხედრო გენერალური შტაბის განცხადებას გადატრიალების მცდელობად აფასებს. ის მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

"გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი.
ახლავე ყველა ჩვენს მხარდამჭერს რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევ", - დაწერა ფაშინიანმა Facebook-ზე.

სომხეთში ფაშინიანის გადადგომით პროტესტი კვლავ გამწვავდა. ხალხი ამ მოწოდებით მას შემდეგ გამოდის, რაც პრემიერმა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი