არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა - მაკა ბოჭორიშვილი

გამოქვეყნდა:

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ სიძლვილის ენა ჟურნალისტების მხრიდანაც ხშირია. 

"ნუ დავინახავთ ყველა ამ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა და პირადად ჩემთვის სასურველია ვნახო, რომ ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი ნამდვილად არის შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი. პასუხისმგებლობა აქვს  ყველას", - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი 

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი