პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა - ოპოზიცია სანაიაზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიები ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებნ და წერენ, რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციური გარემოს შედეგია, რმელიც "ივანიშვილის რეჟიმმა" შექმნა.

"ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, ქართული ოცნების სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება. 

ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით", - წერია განცხადებაში. 

პარტიები ვახო სანაიას ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებენ. ისინი სახელმწიფოს ფაქტის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას სთხოვენ. განცხადება ხელს აწერენ:

  1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,
  2. ევროპული საქართველო,
  3. ლეიბორისტული პარტია,
  4. გამარჯვებული საქართველო,
  5. ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა,  
  6. სტრატეგია აღმაშენებელი ,
  7. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა,
  8. ლელო საქართველოსთვის,
  9. ტრიბუნა,
  10. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია,
  11. ახალი ქრისტიან დემოკრატები,
  12. სამართლიანობისთვის,
  13. ეროვნულ დემოკრატიული პარტია,
  14. სახელმწიფო ხალხისთვის,
  15. ევროპული დემოკრატები,
  16. კანონი და სამართალი,
  17. რესპუბლიკური პარტია,
  18. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის,
  19. გირჩი-თავისუფლებისთვის,
  20. თავისუფალი დემოკრატები,
  21. ელენე ხოშტარია,
  22. ირაკლი ღლონტი,
  23. შალვა შავგულიძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი