ვახო სანაიას გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა - იაგო ხვიჩია

გამოქვეყნდა:

"გირჩის" ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ჟურნალისტ  ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას ეხამურება. მისი თქმით, სანაიასა და მის ოჯახის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ ამ საქმისთვის მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ. 

ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა. 

"ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ. ვახოს და მის ოჯახს, უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი. ასეთ დროს ვნახავთ, ვინ ვის ჩახედავს თვალებში და ვინ ვის სახეს დაიმახსოვრებს. ჩემი მხარდაჭერა Vakho Sanaia -ს", - წერს იაგო ხვიჩია

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი