საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოს მთავრობამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციმც ოფიციალურ Facebook გვერდზე საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით არასოწრი ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით, პრესსამსახურმა მომხდარს "უზუსტობა" უწოდა და ის ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

უფრო კონკრეტულად, ადმინისტრაციის მიერ პირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა:

"1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართვლოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა".

აღნიშნულს სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა, ამის შემდეგ ადმინისტრაციამ განმარტა:

"საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებულ ინფორმაციაში არსებული უზუსტობა უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც გამოწვეულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უნებლიე შეცდომით.

ვაცნობიერებ პრესრელიზში დაშვებული უზუსტობით გამოწვეული კრიტიკის სამართლიანობას და როგორც პასუხისმგებელი პირი, ბოდიშს ვიხდი ხარვეზისთვის, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ამჟამად გასწორებულია", - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში "მე-11 არმიის ანექსია" შეიცვალა შემდეგნარიად -  "1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა." ხოლო იუნკერების შესახებ დაიწერა, რომ - "იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ."

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი