მთავრობის ადმინისტრაციამ საბჭოთა ოკუპაციაზე შეცდომებიანი პოსტი შეცდომით შეასწორა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციამ საბჭოთა ოკუპაციაზე შეცდომიანი პოსტი კვლავ არასწორად შეასწორა. განახლებულ განცხადებაში მთავრობის ადმინისტრაცია წერს, რომ საბჭოთა არმია საქართელოში 17 თებერვალს შემოიჭრა, მაშინ როდესაც, ეს 11-12 თებერვალს მოხდა, 17 თებერვალს კი საბედისწერო ბრძოლები იყო.

"25 თებერვალს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, საქართველოს ისტორიის ცოდნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა იქცევა ისე, ოროსან ბავშვს გაკვეთილის მოსაყოლად რომ გამოიძახებენ, ჰაერში იყურება და სისულელეების მოყოლას იწყებს. ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ "შეასწორეს" თავიანთი განცხადება, მაგრამ ისევ ისეთი სისულელე დადეს. საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა არა 17 თებერვალს, არამედ 11-12 თებერვლის ღამეს. ყველაზე საბედისწერო ბრძოლები სწორედ 11-17 თებერვლის ინტერვალში იყო", - წერს ისტორიკოსი, ბექა კობახიძე, სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალურ Facebook გვერდზე საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით არასოწრი ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით, პრესსამსახურმა მომხდარს "უზუსტობა" უწოდა და ის ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი