ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ვაჟა გიგაურის, მამიდის თქმით, გიგაურს სანაია არ უცემია და ბრალდებული ქუჩაში საგუნდაოდ იყო ჩასული.
გაკვირვებულია დედაამისიც, ეს უკომფლიქტო, ასეთი წყანრი ბავშვი, რა მოხდაო, ნეტა, არ ჩამიძინებოდაო, რომ ვიძინებდი მითხრა საგუნდაოდ ჩავალო. რა მოხდა იქ გაკვირვებულია. დილას, რომ არ ნახა ბავშვი გადაირია სად არისო. გამოდიანა ახლა ტელევიზიით, იძახიან ცოლი იყოო, ცოლს დაარტყესი. ჯერ ეს ერთი რაც არ უნდა მთვრალები ყოფილიყვნენ. დარწმუენბული ვარ 100%-ით კი არა 1000%-ით ესენი ქალს არ დაარტყამდნენ. მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობდა და რანაირად ცემეს. თუ დავარდა და რაღაც დაჟეჟილობა მიიღო ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ სცემა", - ამბობს ბრალდებულის მამიდა.
მეზობლების თქმით, დაპირისპირება 10-15 წუთი გრძელდებოდა. მათი თქმით, ორი მამაკაცის და ერთი ქალის ხმა ესმოდათ.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.
ამავე თემაზე: