საპარლამეტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, გმობს ვახო სანაიზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ ტელევიზიები ხშირად ტყუილებს ტირაჟირებენ და ესეც ძალადობის ფორმაა.
"მოდით ვიყოთ ობიექტურები, ზოგჯერ და არც ისე იშვიათად ტყუილის ტირაჟირება ხდება ხოლმე ტელევიზიებიდან კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგჯერ ეს კონკრეტული პიროვნებები არიან პოლიტიკოსები, ზოგჯერ ჟუნრალისტები, ან რიგითი მოქალაქეები. ტყუილიც არის ერთ-ერთი ძალადობის ფორმა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.
ამავე თემაზე: