"ყოველგვარი ძალადობრივი აქტი, თუდაც, უსწორო ფორმით წარმართულ ჟურნალისტურ საქმიანობაზე არის აბსოლუტურად მიუღებელი", - ასე ეხმიანება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას.
"არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც თავის საქმიანობაში მაღალი სტანდარტებით საქმიანობენ და ეს ნამდვილად შექებას და მხარდაჭერას იმსახურებს. არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ასეთ სტანდარტებს არ იცავენ, ამის მიუხედავად, ყოველგვარი ძალადობრივი აქტი, თუდაც, უსწრორო ფორმით წარმართულ ჟურნალისტურ საქმიანობაზე არის აბსოლუტურად მიუღებელი", - ამბობს, მიხეილ სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.
ამავე თემაზე: