ძალადობა დანაშაულია და კიდევ უფრო ამაზრზენია, თუ ის ბავშვის თვალწინ ხდება - კალაძე

გამოქვეყნდა:

ჟურნალის ვახო სანაიაზე თავდასხმას თბილისის მერი Facebook-ლაივში ეხმაურება და ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია, მითუმეტეს ოჯახის წევრების თვალწინ. კალაძემ შსს-ს დროული რეაგირებისთვის მადლობაც გადაუხადა:

ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა" ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს დღეს გამთენიისას დაესხა. სანაია თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

დაკავებლია სამი პირი. მათი ვინაობა ცნობილია. არსებული ინფორმაციით, სამივე "ქართულ ოცნებასთნ" დაახლოებული პირია.

თავად ვახო სანაიას კი მიღებული დაზიანებების შედეგად, ტვინის შერყევა აქვს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი