მათთვის ვინც ვერ გაიგო: ქართულ ტელესივრცეს მინიმალურად ვადევნებ თვალს-მაკა ბოჭორიშვილი 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი მისივე განცხადებას განმარტავს, რომელიც ვახო სანაიას ცემასთან დაკავშირებით გააკეთა და წერს:

მათთვის ვინც ვერ გაიგო:

ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში!

სიძულვილის ენა არის ასევე მიუღებელი ჩემთვის, საიდანაც არ უნდა ისმოდეს ის, მათ შორის ტელევიზიიდან!

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქართულ ტელესივრცეს ძალიან ბევრი წელია მინიმალურად ვადევნებ თვალს და ყურს. ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებებს ვირჩევ. იმედია, ამის უფლება ჯერ კიდევ მაქვს!

განსხვავებულ აზრს და კრიტიკას პატივს ვცემ და არ მაშინებს! არც განსხვავებული აზრის მქონე მეგობრებთან ვწყვეტ ურთიერთობას!

კრიტიკა და სიძულვილის ენა სხვა და სხვა რამ არის!

სიძულვილის ენის დაგმობა არ შეიძლება იყოს ძალადობის წახალისება-ლოგიკაში არ ჯდება!" წერს მაკა ბოჭორიშვილი

არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა - განაცხადა დღეს, მაკა ბოჭორიშვილმა ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმის კომენტირებისას.


 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი